მერიის პროექტი, უფასო wifi თბილისის ქუჩებში

კომპანია “დელტა კომმა” 2012 წელს შეიმუშავა პროექტი, რის მიხედვითაც თბილისის ყველა უბანი უფასო ინტერნეტით აღიჭურვა. კომპანიამ wifi თბილისის ქუჩებში სპეციალურ ანძებზე დამაგრებული ხელსაწყო “აქსეს პოინტით”  გაავრცელა.
“დელტა კომმა” მერიას თავადვე შესთავაზა ამ პროექტის განხორციელების იდეა, რის შემდეგაც გამოცხადდა ტენდერი, სადაც მხოლოდ “დელტა კომმა” მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად მანვე გაიმარჯვა.

თბილისის მერიის განცხადებით პროექტის მიზანია კომუნიკაციის თავისუფლება, განათლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,  როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისე ტურისტებისთვის.

უფასო wifi-ით სარგებლობა შესაძლებელია, ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უმაღლეს სასწავლებლებში და ა.შ. უსადენო ინტერნეტის სარგებლობისათვის საჭიროა smart  phone-ებში კომპიუტერებში ან სხვა ტექნიკაში მოძებნონ ქსელი “Tbilisi loves you” , რის შემდეგადაც მომხმარებელს შეეძლება უფასო ინტერნეტით სარგებლობა, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული დროით, რადგან როგორც მერია განმარტავს:

“მოსახლეობა უფასო ინტერნეტით სახლებშიც სარგებლობდა, შედეგად, ინტერნეტის სიჩქარე უხარისხო გახდა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მომხმარებელს უფასო ინტერნეტით სარგებლობა ერთი საათის განმავლობაში ნახევარი საათით შეეძლებათ”

ინტერნეტის გამოყენება ერთდროულად 30 ადამიანს შეუძლია, რადგან არ გაფუჭდეს wifi-ის ხარისხი, ხოლო თუკი ამ ადამიანებს კიდევ დაემატება სხვა მომხმარებელი სისტემა ავტომატურად გათიშავს პირველს.

ინტერნეტის სიჩქარე 1–დან 4 მეგაბაიტამდეა, ამიტომ იგი არ არის განკუთვნილი დიდი მოცულობის ფაილების გასაგზავნათ. იგი მიზანშეწონილია მეილების მისაღებათ, გასაგზავნად და სხვადასხვა ფაილების სანახავათ.

კომპანია “დელტა კომმის” წარმომადგენლის თქმით, უფასო wifi გაუადვილებს ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციას, მისი ხარისხი საკმაოდ მაღალია.

 

უფასო wifi-ისთან დაკავშირებით ადამიანებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. სტუდენტ ანა ლაცაბიძეს ძალიან მოსწონს ეს პროექტი, მაგრამ არ მოსწონს მისი ხარისხი, რადგან ცენტრალურ ქუჩებშიც კი რთულად იჭერს  wifi–ის, მხოლოდ რამოდენიმეჯერ თუ გამართლებია და გაუგზავნია mail. იგივე მოსაზრებები აქვთ მის ჯგუფელებსაც, მათი თქმით wifi ყოველთვის ანახებს “Tbilisi loves you”–ს  მაგრამ ძალიან იშვიათად არის შესაძლებელი ამით სარგებლობა.

განსხვავებით სტუდენტებისგან უფასო wifi ძალიან მოსწონს “Ngs group”-ის დამაარსებელ ბატონ ნიკა ფიცხელაურს, მისი განცხადებით ის და მისი თანამშრომლები ხშირად  იყენებენ უფასო wifi–ის, mail-ის გასაგზავნათ.

“ ეს ძალიან კარგი პროექტია, ხშირად საუბრობენ მის ხარვეზებზე, მაგრამ ჩემთვის ამ ხარვეზებს  ხელი არ შეუშლიათ, ყველაფერი უფრო გაადვილებულია მე შემიძლია მაშინაც მივიღო და გავაგზავნო  mail როცა ქუჩაში ვარ.“

უფასო ინტერნეტი  ქუჩებში, განავითარებს თბილისს, როგორც ინტერნეტ ქალაქს, ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან დღესდღეობით ინტერნეტი ყველაზე საჭირო რამაა ჩვეულებრივი და საქმიანი ადამიანებისთვის. განვითარების პირველი ეტაპი, რომ თბილისშიც გახდა შესაძლებელი უფასო wifi-ით სარგებლობა გადალახულია, მაგრამ დარჩა უმნიშვნელოვანესი ეტაპები, როგორებიცაა, ხარისხი, სიჩქარე და ა.შ, რაც ალბათ უფროდაუფრო დაიხვეწება.

This entry was posted in პროექტები and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი