სოციალური მედია და პოლიტიკა(რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მედია პოლიტიკოსებისთვის)

ინტერნეტის როლი პოლიტიკურ საქმიანობაში ბოლო 20 წლის მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა.პოლიტიკოსები ცდილობენ სოციალური ქსელის საშუალებით მოაწონონ თავი მოსახლეობას და ამისათვის ათასგვარ აქტივობას გეგმავენ.

ინტერნეტი გამოიყენება კანდიდატთა გზავნილებისათვის და ამომრჩეველთა მოტივაციის ასამაღლებლად.მაგალითად:2008 წელს ,დემოკრატიული აპარატის კანდიდატის ბარაკ ობამას გუნდმა,ინტერნეტის რესურსი საარჩევნოდ ყველაზე ეფექტურად გამოიყენა და შედეგიც შთამბეჭდავი იყო.

სოციალური მედია ერთგვარი რეკლამა ა ,რომელსაც პოლიტიკოსები მიმართავენ თავისი კანდიდატურის უკეთესად წარმოსაჩენად,ამიტომ ისინი ზუსტად იცავენ ყველა იმ კრიტერიუმს ,რომელიც რეკლამის მოსამზადებლად არის აუცილებელი.

20-ე  საუკუნეში ფსიქოანალიტიკოსებმა საკუთარი მიდგომებიდან და თეორიებიდან გამომდინარე რეკლამის სოციალისტებს ურჩიეს გაეთვალისწინებინათ მომხმარებლის ქვეცნობიერში არსებული სტიმულები და მათი საშუალებით წაექეზებინათ ადამიანები

ზღრუბლსქვედა ფაქტების შესახებ ჩაატარეს უამრავი ექსპერიმენტი და შედეგად მიიღეს,რომ თუნდაც რამდენიმე წამიანი პიარი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე.ადამიანი აღიქვამს ამას ,მაგრამ არა აშკარად არამედ ქვეცნობიერად ,ინფორმაცია ილექება არაცნობიერში და საჭირო დროს საჭირო სიგნალებს აძლევს ცნობიერს.

პიარტექნოლოგია და რეკლამა,როგორც სოციილიზაციის სხვა ინსტიტუტები,მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ქცევაზე არა მარტო გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციით,არამედ თავად ადამიანის მისი მენტალიტეტის,ფასეულობების,ინტერესების და მოთხოვნილებების შეცვლის გზუთაც.პიარი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის აზრსა და მორალზე.

 

სოციალურ ქსელებს დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკაზე.მეცნიერთა აზრით მომხმარებელი სოციალურ ქსელს ორი ძირითადი მისწრაფების გამო მიმართავს ესენია თვითპრეზენტაცია და მიკუთვნებულობა,მაგრამ დღესდღეობით ინფორმაციის მთავარი წყარო სწორედ სოციალური ქსელია და ეს ქართველმა პოლიტიკოსებმაც კარგად იციან და სწორედ ამიტომ უთმობენ ისინი ბევრ დროს საკუთარ ფეისბუქ გვერდებს და მიმართავენ ბევრ აქტივობას.

პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელს,კერძოდ კი ფეისბუქს.თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი,მთაწმინდის რაიონის გამგებელი ნიკა მელია,რომელმაც ჩემთან საუბრისას აღნიშნა,რომ მისი ფეისბუქ გვერდის განახლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა იგი ცდილობს ყოველდღიურად განაახლოს გვერდი და კითხვაზე თუ ვინ განაგებს მის ფეისბუქ გვერდს უპასუხა,რომ იგი თავად ანთავსებს ყველაფერს,ზოგჯერ მისი დამხმარე პირი,მაგრამ ამ პროცესის დროს ბატონი ნიკა ყოველთვის მის გვერდით არის.

ნიკა მელია აზრით ასეთი აქტივობების პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია,ინფორმაციის მიღება ამა თუ იმ პოლიტიკოსის საქმიანობისა და მის გარშემო მომხდარი მნიშვნელოვანი  მოვლენების შესახებ უფრო მარტივივად ხელმისაწვდომი და ნათელია.

პოლიტიკოსებისათვის წინასაარჩევნოდ ხმების მოსაპოვებლად საუკეთესო საშუალება სწორედ სოციალური ქსელია,რადგან იგი უზრუნველყოფს მისცეს პოლიტიკოსებს უფრო ფართე არეალი ხმების მოსაპოვებლად,ყოველივე კი ხალხთან მარტივი კომუნიკაციის საშუალებით ხდება.იმისათვის რომ კანდიდტმა ამომრჩეველზე შთაბეჭდილება მოახდინოს ბევ ადგილა უწევს მისვლა და სხვადასხვა აქტივობაში უწევს ჩართვა,მაგრამ ეს ადგილები  ლიმიტირებული ხალხის რაოდენობას წარმოადგენს,ხოლო სოციალური ქსელი ამ ბარიერებს ხსნის და იძლევა შესაძლებლობას რაც შიძლებმა მეტმა ადამიანმა შეიტყოს მის შესახებ.

ფსიქოლოგ თამუნა აზმაიფარაშვილის თქმით არჩევნების კანდიდატები სოციალურ ქსელებს იარაღად იყენებენ საზოგადოებასთან დასაახლოებლად და დაპირებების გასავრცელებლად.საბოლოო ჯამში სოციალური მედია ქმნის ილუზიუ კავშირს კანდიდატებსა და ამომრჩეველს შორის,რომლითაც პოლიტიკოსებთან ურთიერთობის საშუალებას გარდაქმნის სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენად ზოგადად ქვეყნის მოსახლეობაზე.

 

This entry was posted in საინტერესო, სოციალური ქსელები, Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი