ინტერნეტის მთავარი დანიშნულება და სარგებლობა დღევანდელ საქართველოში

2013 წლის ბოლოს ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის’’  მიერ , ,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს’’ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ საქართველოში მოსახლეობის ნახევარს წვდომა ინტერნეტთან არ აქვს და არც არასდროს ჰქონია. ,, გამოკითხვის შედეგების მიხედვით 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ყოველდღე სარგებლობს ინტერნეტით, თუმცა ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ადამიანების მეხუთედზე მეტი ინტერნეტს საერთოდ არ იყენებს. 36-55 წლის ასაკის მაცხოვრებელთა ნახევარს და 56 წელზე უფროსი ასაკის გამოკითხულთა 75%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.’’

საქართველოს ინტერნეტი  ზღვიდან, კერძოდ ფოთიდან მოეწოდება. შავი ზღვიდან ინტერნეტის წვდომა სომხეთსა და აზერბაიჯანში აქვთ.

საქართველოში ინტერნეტი წლიდან წლამდე უფროდაუფრო პოპულარული ხდება. თითქმის წარმოუდგენლად მოგვეჩვენება, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინტერნეტით არ სარგებლობენ.

სადენიანი ფართოზოლოვანი (DSL და ოპტიკურ-ბოჭკოვანი) მომსახურების აბონენტთა რიცხვის უდიდესი ნაწილი თბილისში იყრის თავს 64,1 %-ით. შემდეგ ადგილას არის ქუთაისი- 6,5%, ბათუმი-6,3 %, რუსთავი 6,0 %, ხოლო ფოთი- 1,5 %.

Wifi მომსახურება საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მოსახერებელია და განვითარებადია. Wifi უფრო განვითარებულია რეგიონებში, სადაც სადენიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი  არ არის. საქართველოს დედაქალაქში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში Wifi სარგებლობს მოსახლეობის 6,2%.

საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, მოსახლეობის 77 % მოიხმარს ინტერნეტს. სოფლებსა და გარეუბნებში 63 % – ს არასდროს მოუხმარია ინტერნეტი და 5 %-მა მისი არსებობაც კი არ იცის.

კვლევაში საინტერესო ინტერნეტის დანიშნულება გახლდათ: ,, გამოკითხულთა 30% ადამიანებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად იყენებს, 16-16% სამსახურის საქმეებისთვის და ახალი ამბების გაგების მიზნით ხოლო 5% სხვა მიზნისთვის იყენებს ინტერნეტს.’’ მოსახლეობის 33%, სადაც, ძირითადად, ახალგაზრდები შედიან, ინტერნეტს გასართობად იყენებს.

რისთვის იყენებენ საქართველოში ,,Facebook-ს’’? ამ კითხვით გამოვკითხე თბილისის მოსახლეობა 18-დან 45 წლამდე. გამოკითხულთა დიდი ნაწილი სოციალურ ქსელს ძირითადად ინფორმაციის მისაღებად იყენებს და ფიქრობენ, რომ ინფორმაციის მიღება ბევრად მარტივი შესაძლებელია და თემის სხვადასხვა კუთხით დანახვაში ეხმარებათ. შემდეგ მეგობრებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ხოლო ყველაზე იშვიათად საქმიანი სამსახურეობისთვის, როგორიცაა რაიმე კომპანიის პიარი და კრეატიული იდეების რეკლამირება.

პირადი აზრების გამოსახატავად, ფოტოების, ვიდეოებისა და მუსიკის გასაზიარებლად ,,Facebook’’ წამყვან სოციალურ ქსელად არ სახელდება. გამოკითხულთა შორის პირველ ადგილას ,,Instagram’’ , შემდეგ- ,,Pinterest’’, ბოლო ადგილას კი ,,Tumblr’’ დასახელდა.

მსოფლიოსა და საქართველოში განსხვავებული პოპულარობით სარგებლობენ სოციალური ქსელები.

მსოფლიოში მრავალი სოციალური ქსელია გავრცელებული, რომლებიც აშკარა კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. 2014 წლის 15 მაისის მონაცემებით სოციალური ქსელებიდან პოპულარობით პირველ ადგილას ,,Facebook’’ ითვლება. ყოველთვიური სიით მას 900,000,000 ადამიანი სტუმრობს, შემდეგ მოდის ,, Twitter’’- 310,000,000,  არ ჩამორჩებიან საიტები : ,, LinkedIn’’- 255,000,000 და ,, Pinterest’’- 250,000,000. პოპულარული საიტების სიაში ხვდება ასევე ,, Tumblr’’- 110,000,000, შემდეგ კი ,, Instagram’’-100,000,000. მათ ჩამორჩებიან ცნობილი საიტები, როგორებიცა არიან: ,, Flickr’’- 65,000,000 და ,,MySpace’’- 42,000,000. მობილური აპლიკაციებიდან პროცენტული მაჩვენებლით ლირედობს ,,Instagram’’- 98%-ით, შემდეგ მოდის ,, Pinterest’’ – 92 %-ით, ,, Twitter’’ მესამე ადგილასაა 86 %-ით , ხოლო ,,Facebook’’ 68 %-ით. სიაში ასევე გვხვდება ,, Tumblr’’- 46 %-ით და ,, LinkedIn’’- 26 %-ით.

საქართველოშიც ერთ-ერთ გასართობ და თავშესაქცევ საქმიანობად სოციალური ქსელებს ვიყენებთ,თანმიმდევრობა და საიტების პოპულარობა კი განსხვავებულია.

საქართველოშიც პირველობას არ კარგავს ,,Facebook’’. Adobe Social-ის ანალიტიკოსებმა 2013 წლის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად დაასახელა-1.4 მილიარდი დარეგისტრირებული მომხმარებლით.  შემდეგ ადგილზე ,,Alexa.com’’-ის მონაცემებით ,,Odnoklassniki’’ გადის, რომლითაც მოსახლეობის 18% სარგებლობს. მსოფლიოში ერთ-ერთმა პოპულარუმა სოციალურმა ქსელმა ,, Twitter’’-მა ფეხი ვერ მოიკიდა და მოსახლეობის მხოლოდ 3 % მომხმარებელი.

განსხვავებულია საქართველოს მოსახლეობისა და უფროსი თაობის ხედვა ინტერნეტზე- როგორც ინფორმაციის წყარო. მხოლოდ 20 % მიიჩნევს ინტერნეტს ინფორმაციის უშრეტ წყაროდ, ხოლო უფროსი თაობის 90 % ინტერნეტს ინფორმაციის მთავარ წყაროდ არ მიიჩნევს. ასევე არ მიიჩნევენ უმუშევრები და სოფელში მცხოვრებნი.

 „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI) ჩატარებულ კვლევაში თვლის რამდენიმე ფაქტორს, რაც ინტერნეტის მოხმარებლის მცირე რაოდენობას განსაზრვრავს. CRRC-ის მონაცემებიდან ირკვევა, რომ მთავარი ფაქტორებია: ,,მოქალაქეებისთვის ინტერნეტის ნაკლები საჭიროება (26,8%), კომპიუტერული ტექნიკის მაღალი ფასი (24,3%), ნაკლები დაინტერესება (18,6%) და ინტერნეტის გამოყენებისთვის საჭირო უნარების უქონლობაა (11,7%). აღსანიშნავია, რომ საკმაო სხვაობა დაფიქსირდა კომპიუტერის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელთან დაკავშირებით სოფლებსა და თბილისში. კერძოდ, მაშინ როცა კომპიუტერული ტექნიკა თბილისის მოსახლეობის 17,4%-ს არ გააჩნია, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია რეგიონებში – 27,9%.’’

 საბოლოო ჯამში გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ზოგისთვის კი ხელმიუწვდომელია. ინტერნეტის ფართო გამოყენების მთავარი მიზეზი ინფორმაციის მოპოვება, სოციალური ქსელები და გასართობი საშუალებებია.

ტექნოლოგიების არსებობას მსოფლიო იმდენად მიეჩვია და შეისისხლხორცა, რომ მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად გვეჩვენება. დღესდღეობით ინტერნეტის საშუალებით ყველაფერი ბევრად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. საბანკო მომსახურეობა, ინფორმაციის უშრეტი წყაროები, თავის შესაქცევი საიტები, კომუნიკაციის მარტივი გზები, ინფორმაციის მიღება-გაცვლა, სოციალური ქსელები და სხვა მრავალი დადებითი მხარეები ინტერნეტს დღითიდღე უფრო პოპულარულს ხდის. ინტერნეტის საშუალებით თითოეულ მოსახლეს შეუძლია აკონტროლოს ხელისუფლების წევრის თითოეული საქმიანობაც სოციალური ქსელებითაც კი და მთავრობის ღიაობა უზრუნველყოს.

ყოველწლიურად ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა მკაფიოდ იზრდება. ახლად დაბადებულ ბავშვებსაც სოციალური ქსელი აქვთ და ტექნიკაში ბავშვობიდანვე იწყებენ გარკვევას. ასეთი მდგომარეობა წლებმა და დღევანდელობამ მოიტანა.

 ინტერნეტი,მხოლოდ, მილიონობით სხვადასხვა ლინკი და გვერდები არ არის. ინტერნეტი ეს საზოგადოებაა-ხალხი,რომელიც ქმნის და კვებავს სხვადასხვა გზით ინტერნეტს.

 

This entry was posted in საინტერესო, Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი