Bravissimo.ge – ახალი მუსიკალური პორტალი

26 მაისს, სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასი” ახალი ვებ-გვერდის „Bravissimo.ge”-ის პრეზენტაცია მოეწყო.

“ბრავისიმოს” თანადამფუძნებლები ბრავო რექორდსი, კავკასუს ონლაინი და Branding.ge არიან. პროექტი მიზნად ისახავს Apples-ის  iTunes-ისა და სხვა მსგავსი საიტების ქართული ანალოგის შექმნას. 

„უნდა ვაღიარო, რომ პროექტზე მუშაობა საკმაოდ ძნელი იყო. როდესაც გაუკვალავ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამ, რა თქმა უნდა, შესაბამის პრობლემებს აწყდები.

ბრავისიმო არის პირველი ლეგალური მუსიკალური მარკეტი ქართულ ინტერნეტ სივრცეში. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიმერი ნამუშევრის ვებზე განთავსება არის მუსიკოსთან ან მის პროდიუსერებთან  კონტრაქტის საფუძველზე შეთანხმებული და მის შესაძენად მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს.” – ამბობს ბრავო რეკორდსის დამაარსებელი, ზაზა შენგელია

შემქნელთა განმარტებით, მათი მთავარი მიზანი ქართველი მუსიკოსების შემოქმედების შესაბამისად დაფასება და საზოგადოებაში მუსიკალური პროდუქციის შესყიდვის კულტურის დამკვიდრებაა.

იქიდან გამომდინარე, რომ საიტს აქამდე ქართულ კიბერ სივრცეში ანალოგი არ მოეძებნებოდა, პრეზენტაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია თავად ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის. 

“ეს არის შანსი, რომ დავუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც მუსიკის კეთება შესაბამისი ანაზღაურების მიღებასაც ითვალისწინებდა; როდესაც ჩვენი შემოქმედება იყიდებოდა. ალბათ, ეს იქნება წინაპირობა იმისათვის, რომ ქართველი მუსიკოსები უფრო სერიოზულად დაფიქრდნენ საკუთარ სამომავლო გეგმებზე” – ამბობს კახა კუხიანიძე, მომღერალი

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის აზრით კი ასეთი საიტის არსებობის შემდეგ უკეთესი იქნებოდა თავად მუსიკოსები თუ დაფიქრდებოდნენ და საკუთარ ნამუშევრებს არალეგალური სახით ინტერნეტში არ გაავრცელებდნენ. რადგან “პირატული” ფაილების წყაროები უმეტეს შემთხვევაში თვითონ მუსიკოსები არიან. 

საქართველო იმ სახელმწუფოთა შორისაა, რომლებიც დოკუმენტს “შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” ხელს აწერენ და სურს შეამციროს ის საერთაშორისო ვაჭრობის დამაბრკოლებელი და ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას ეხება. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მხარდამჭერი SONY music-ია, რომელსაც მანამდე ჩვენს რეგიონში პარტნიორი არ ჰყოლია. 

“ძალიან საინტერესო პროექტია ნამდვილად. პირადად მე, რაც ყველაზე მეტად მომწონს ეს არის ანონსების კატეგორია, სადაც ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება, რომ ნახოს და გაიგოს რა ხდება. ეს ჩვენთვის ძალიან მომგებიანი, მხოლოდ სოციალური ქსელებით ვაანონსებთ საკუთარ ივენთებს და უმეტესად ვერ ვუწევთ ჩვენს საღამოების კარგ პიარს” – ამბობს ნინუცა გაბისონია, ბენდ გრავითის სოლისტი 

ვებ-გვერდის შესახებ აზრი ქართული მუსიკალური პორტალების ლიდერს, Mus.ge-ს დამაარსებლებსაც ვკითხეთ. Top.ge-ის მონაცემებით Mus.ge საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში 40 000 ნახვას ითვლის და ლიდერის სტატუსს ჯერ არ თმობს. ვეგ ბგვერდიდან მუსიკის ჩამოტვირთვა სრულიად უფასოა.

“ჩვენს პორტალს არ მგონია რაიმემ საფრთხე შეუქმნას. იქიდან გამომდინარ რომ ჩვენთან მუსიკა სრულიად უფასოა და თავად მომხმარებელსაც აქვს საშუალება დაამატოს სასურველი ტრეკი, ამ დრომდე სტაბილური სტატისტიკურო მონაცემები გვაქვს. დღეში დაახლოებით 600 კაცი გვსტუმრობს”- აცხადებს Mus.ge-ს მთავარი მოდერატორი, ბადრი ცქიტიშვილი

Braivissimo Top.ge-ს საძიებო სისტემაში ჯერ-ჯერობით არ იძებნება.

რაც შეეხება თავად ვებ-გვერდის ინტერფეისს, საწყის გვერდზე განთავსებული ნავიგაციის პანელის დახმარებით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გადახვიდეთ 2ახალი ამბების განყოფილებაში, დაათვალიეროთ აფიშა და სასურველი მუსიკალური ჟანრის მითითების შემდეგ ჩამოტვირთოთ ესა თუ ის სიმღერა. მუსიკალური ნაწარმის ფასი 0.50 ლარიდან იწყება და შემსრულებლის დონისა და სტილის ცვლილებასთან ერთად იზრდება. 

Bravissimo ასევე გთავაზობთ კარაოკეს, სადაც ამ დროისათვის არსებული ყველა სიმღერის ფასი 1.00 ლარია. 

ყველაზე განხვავებული შემოთავაზება რაც ამ საიტს გააჩნია ეს არის “აქსესუარების” განყოფილება. აქ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს საყვარელი მუსიკოსის აქსესუარი – იქნება ეს მაისური, ჭიქა თუ პოსტერი. სხვა კატეგორიებისაგან განსხვავბით აქ ფასები 12 ლარიდან იწყება და 65 ლარამდე მერყეობს. 

საიტზე ანგარიშწორება პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი.

This entry was posted in ახალი ვებ-გვერდები, Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი