ონლაინ გაყიდვები საქართველოში

 საქართველოში,როგორც ინტერნეტი ასევე ინტერნეტ ბაზარი განვითარების საფეხურზეა.

ინტერნეტით სიხშირის დაფარვა ძირითადათ ქალაქებს წვდება,მაგრამ აქტუალურად ვითარდება რეგიონალური სიხშირის დაფარვა.მიუხედავად იმისა რომ,მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ინტერნეტი უკვე კარგა ხნის დამკვიდრებული და ათვისებულია,განვითრების ეტაპზე მყოფი ქვეყნები ახლა იწყებს მის დამკვიდრებას.

როგორც ქალბატონმა ნინო ენუქიძემ,რომელიც გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი(სოციალური მედია-მარკეტინგის ექსპერტი) საუბრისას აღნიშნა:”საქართველოში ინტენრნეტის მოხმარება პროგრესულად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში.ამასთანავე იზრდება ინტერნეტ- გაყიდვების როლი მომხმარებლებში.ინტერნეტ გაყიდვები წლებია დიდ კონკურენციას უწევს მაღაზიებს და უკვე ჩანაცვლების პროცესშია რიგ წამყვან ქვეყნებში,რაც ჯერ-ჯერობით საქართველოში განვითარების ეტაპზეა.მომხმარებლის 4-5 % აქტიურად იყენებს ონლაინ შესყიდვით პროდუქციის შეძენას საქართველოში.”

ასევე  ქალბატონმა ნინომ აღნიშნა,რომ მომხმარებლების უმეტესობა ირჩევს ინტერნეტის გზით შეიძინოს არა თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტი არამედ ყველაფერი,რაც ყიდვასთან არის დაკავშირებული,რადგან ეს პროცესი მათ,როგორც დროს,ასევე დანახარჯებსაც უმცირებს.პარალელებს თუ გავავლებთ ონლაინ საყოფაცხოვრებო პროდუქტის შეძენას უცხოურ “walmart” და საქართველოს “goodwill” -ის მაგალითებზე,იკვეთება ის ფაქტი რომ “walmart”-ის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ინტერნეტ გაყიდვების შეთავაზებამ მათ წლიური შემოსავალი 30 მილიარდი დოლარით გაზარდა.

ეს ყველაფერი შეთავაზების მუდმივი მონიტორინგის და მომსახურების მაღალი ხარისხის შედეგად მოხერხდა,ხოლო რაც შეეხაბა “goodwill”-ს,ორი წლის წინ goodwill-მა ანალოგიური მომსახურება შესთავაზა მომხმარებელს,რომელიც არც თუ წარმატებულად მუშაობს,ეს ფაქტი განაპირობა იმან,რომ მის გვერძე არ ხდება მუდმივად პროდუქციის განახლება.ხშირად ის პროდუქტი,რაც რეალურად  მაღაზიაში გასაყიდად არის  შეთავაზებული,ინტერნეტ გვერძე ეს ინფორმაცია არ თავსდება.

ხოლო,რაც შეეხება სხვა პირადი მოხმარების ნივთებს,აქ საქართველოში მდგომარეობა ნელ-ნელა ვითარდება.ჩემი კვლევის მიხედვით,ძირითადად ნივთების გამოწერა facebook-ში დარეგისტრირებული გვერდებით ხდება.როგორც გვერდების (Best Choicewww.bestshop.ge Yvelapris Gamowera Amerikidan ) დამფუძნებლები აღნიშნავენ, შეკვეთის  რაოდენობა ტენდენციურად იზრდება,მაგრამ ალტერნალიული მომხმარებლის ნდობის მოპოვება ყველაზე დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.ეს იმანაც განაპირობა,რომ ”facebook”-ზე დარეგისრირებულია ბევრი ყალბი ონლაინ გამოწერის გვერდი,რომლებიც მომხმარებლებს ანგარიშებიდან  თანხებს ახდევინებს,ხოლო რეალურად პროდუქტს არ იღებს.ისინი,ვინც რეალურად ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი დიდი ძალისხმევა სჭირდებათ საზოგადოების ნდობის მოპოვებისთვის,ამას კი მომხმარებლების რეკომენდაციებით ახორციელებენ.ამ გვერდების დამფუძნებლების თქმით,გაყიდვები წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა.საშუალოდ შეკვეთის რაოდენობა დღეში წარმოადგენს 8-10-მდე ცალს.

თუ პარალელს გავავლებთ უცხოურ ონლაინ საიტებთან,მაგალითად amazon.com და  Ebuy.com პროდუქციის გაცილებით ფართო ასორტიმენტი და მომსახურების ხარისხი აქვთ. ასევე მომხმარებლის მაღალი ნდომა, რაც იმაში გამოიხატება, რომ  amazon.com და Ebuy.com მსოფლიოს ყველაზე მდიდარ   კომპანიებში რეიტინგისმიხედვით Ebuy.com250-ე ,amazon.com -კი 452-ე. ადგილას გვხდება

 

იტერნეტ გაყიდვებით დაკავებულმა კომპანიებმა მოგების გაზრდა და ფასის შემცირება გასაყიდ პროდუქციაზე იმით მოახერხა რომ,მათ არ აქვთ საჭიროება ჰყავდეთ მომსახურე პერსონალის დიდი რაოდენობა ასევე აღარ უწევთ ქირის და კომუნალური გადასახადების ხარჯების გადახდა.მომხმარებლებს გაუმარტივდათ ინტერნეტ გაყიდვებით პროდუცსიის არჩევა და მასზე ინფორმაციის მოძიება,რამაც შეცვალა მომხმარებელთა ქცევა/გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წაახალისა გაყიდვები.ხშირად კითხვები, რომლებიც აწუხებს მომხმარებლებს,რაიმე ნივთის ან მომსახურების შეძენისას და გაუცემელი რჩება,ხელს უშლის  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოში ინტერნეტგამოწერა თანდათან აქტუალურობას იძენს.ინტერნეტ შესყიდვების  შეთვევაში პროცესი გაცილებით გამარტვივებულია.

ჩემი კვლევის მიხედვით,რომელიც შეეხებოდა საზოგადოების დამოკიდებულებას ინტერნეტ შესყიდვებთან დაკავშირებით, უმეტესობა მაინც არა ონლაინ შესყიდვებს ანიჭებს უპირატესობას.ისინი მიიჩნევენ,რომ როდესაც ხედავენ და ხელით ეხებიან საჭირო ნივთს თუ პროდუქციას,ამით უფრო მეტად იღებენ გადაწყვეტილებას.იმის შიში,რომ გამოწერილი პროდუქცია არ ჩამოვა ისეთი (ზომის,ფორმის,ხარისხის)
როგორც ეკრანზე ჩანს გადაწყვეტილების მიღებას აფერხებს.ამ ფაქტს იმით ხსნიან,რომ როგორც ამ ეტაპზე განვითარებადი დონის შესაბამისად,ხშირად არის ისეთი ფაქტები ან საერთოდ არ ჩამოდის ან წუნდებულია და ასე შემდეგ.ამას ემატება ისიც,რომ ქართველებს ერთმანეთთან კონტაქტი და მაღაზიებში სიარული უყვართ.ბევრი აღნიშნავს, რომ საყიდლებზე სიარული მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.ხოლო უმცირესობათა რიცხვი,რომლებიც ფიქრობენ,რომ ინტერნეტ შესყიდვა მათთვის უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია,სრაფად მზარდი ტემპით მიიწევს წინ.ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში ინტერნეტ გვერდის კარი მათთვის მუდამ ღიაა,ასევე უფრო კომფორტულს ხდის ის ფაქტი რომ დეტალური ინფორმაციის მიღება პროდუქტის შესახებ შესაძლებელია დახასიათებაში, ასევე დამატებითი ინფორმაცია მიიღება მომხმარებლის კომენტარებისაგან,სადაც ისინი თავიანთ დამოკიდებულებას პირდაპირ გამოხატავენ.შეუძლიათ რამოდენიმე წუთში სხვა ინტერნეტ მაღაზიებს ეწვიონ და ფასების შედარება მოახდინონ.ის ,რასაც ფიზიკურად რამოდენიმე დღე ჭირდება,ინტერნეტით ერთ დღეში შეგიძლია ნახო.

            

This entry was posted in ინტერნეტ ბიზნესი and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი